ფეხბურთი

18:43 | 6.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ული ჰიონესი: "ოსიმენზე "ნაპოლის" მოთხოვნები ყოველგვარ ლოგიკას სცილდება"

მიუნხენის „ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ული ჰიონესმა ჰარი კეინისა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. მას ორივე ფორვარდი მოსწონს, მაგრამ თქვა, რომ ოსიმენის ტრანსფერი „ბაიერნში“ პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან „ნაპოლი“ ძალიან დიდ თანხას ითხოვს.

„კეინი 29 წლისაა და მისი ვარიანტი ალბათ ძვირია, მაგრამ ნათელია, რომ ჩვენს დახმარებას ეგრევე მოახერხებს, ძალიან კარგად მოერგებოდა ჩვენს გუნდს, ის გარანტია იქნება. შეუძლია გოლის გატანა მარჯვენა და მარცხენა ფეხით, თავით, სრულყოფილია. კეინის ტრანსფერში რისკი ნაკლებია, უკვე 10 წელია ამტკიცებს, რომ მსოფლიო დონის თავდამსხმელია, რომელსაც თანაგუნდელების დახმარება შეუძლია. ის გუნდში მოიტანს ხარისხსა და გამოცდილებას. მე ვარ საბჭოს 9 წევრიდან ერთ-ერთი და დანარჩენი რვა იტყვის, რომ უნდა ვიყიდოთ, შევიძენთ, ასე ხდება დემოკრატიაში. თუმცა, უკვე ვთქვი, რომ მისი ფასიდან გამომდინარე, ეს ნაბიჯი გიჟური იქნება.

ოსიმენთან ერთად შეგვიძლია მომდევნო 10 წელი დავგეგმოთ, მაგრამ „ნაპოლის“ მოთხოვნები ყოველგვარ ლოგიკას სცილდება. „ბაიერნი“ ასეთ ოპერაციებს არ აკეთებს“, - თქვა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ თავდამსხმელს ბაზარზე უკვე მეორე წელია ეძებს, მას შემდეგ, რაც გუნდი რობერტ ლევანდოვსკიმ დატოვა.

0.111764