მადრიდის „რეალმა“ სტამბოლის „ფენერბაჰჩედან“ არდა გიულერის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
თურქმა ფეხბურთელმა ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მისი პრეზენტაცია 7 ივლისს გაიმართება. არაოფიციალური ინფორმაციით, „ფენერმა“ ნიჭიერ ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო და ბონუსები მიიღო.
18 წლის ვუნდერკინდი აქამდე „ბარსელონასთან“ იყო ახლოს, მაგრამ ბოლო მომენტში უპირატესობა „სამეფო კლუბმა“ მოიპოვა, სადაც გადასვლის სურვილი თავად ფეხბურთელმა გამოთქვა.
არდა გიულერი „ფენერბაჰჩეში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 51 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო თურქეთის ნაკრებში 4 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.