საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 31 წლის მოთამაშემ კონტრაქტი „პაკშისთან“ გააფორმა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება. ამის შესახებ უნგრული კლუბის ვებგვერდი იტყობინება.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი გავაფორმე. ვიცი, რომ კლუბს წელს სერიოზული მიზნები აქვს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო“, - აღნიშნა სანაძემ.
დუდას შესახებ ისაუბრა კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ფერენც შირკემ: „მიხარია, რომ მისი დამატება მოვახერხეთ. ეს არის კალათბურთი, რომელსაც სამ პოზიციაზე თამაში შეუძლია და იმედი მაქვს, თავისი გამოცდილებით შეძლებს იყოს გუნდის ლიდერი, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა“.
შეგახსენებთ, რომ დუდა სანაძე ბოლოს ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თამაშობდა. მას აშშ-ს კოლეჯში, NCAA-ში, სლოვენიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთისა და პორტუგალიის ჩემპიონატებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.