მილანის „ინტერმა“ ალესანდრო ბასტონის და ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტები გაუხანგრძლივა. იტალიური კლუბის ვებგვერდზე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ბასტონი „ინტერში“ 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო თურქი ნახევარმცველი - 2027 წლის 30 ივნისამდე.
ალესანდრო ბასტონი „ინტერმა“ 2019 წელს დაიმატა და მას შემდეგ მან 164 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ჩალჰანოღლუ „ნერაძურიში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და 95 თამაშში 12 გოლი აქვს გატანილი.