ფეხბურთი

11:43 | 5.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: "რომას" ჩემი ნებით დატოვებას სიკვდილი მერჩივნა"

ფრანჩესკო ტოტიმ Sky Sport-თან ინტერვიუში საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ამისთვის მზად არ იყო. მან ხაზი გაუსვა „რომას“ გულშემატკივრების დამსახურებას, რადგან ისინი მას აძლიერებდნენ.

„ასეთი დღისთვის მზად არასდროს ხარ. არსებობს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ როდესაც ხედავ ადამიანის სახეებს, რომლებთანაც 20 წელი გაატარა, უყურებდი, როგორ იზრდებოდნენ, რთულია. ყველაზე მნიშვნელოვანი გულშემატკივრები იყვნენ, თავს ცოტათი ყველასგან განსხვავებულად მაგრძნობინებდნენ. ისინი იყვნენ ჩემი ძალა. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა“, - აღნიშნა ტოტიმ.

ფრანჩესკო კარიერის დასრულების შემდეგ „რომას“ დირექტორად მუშაობდა, მაგრამ ორი წლის მერე კლუბიდან თავისი გადაწყვეტილებით წავიდა, რის შესახებაც მან თქვა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას სიკვდილი ერჩივნა:

„იოლი არ იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, თვეების განმავლობაში ვფიქრობდი, არ მენდობოდნენ, არ ვიყავი პროექტის ნაწილი. პირველმა-ორმა წელმა კარგად ჩაიარა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ კლუბში აზრს არ მეკითხებოდნენ. გადამწყვეტ მომენტში მაგიდის ცენტრში ყოფნის საშუალებას არ მაძლევდნენ. კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მაქსიმალური ფიქრის შემდეგ მივიღე. როგორც ადრე ვთქვი, სიკვდილი მერჩივნა, ვიდრე ის პრესკონფერენცია ჩამეტარებინა. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ინიციატივით დატოვებდი „რომას“, ეს ჩემი ოჯახი იყო“, - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი „რომაში“ 1993-2017 წლებში თამაშობდა, ხოლო კლუბის მენეჯმენტში 2017-2019 წლებში მუშაობდა.

0.120416