ლონდონის „არსენალმა“ დეკლან რაისის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმება ამ კვირაში შედგება და შემდეგ ის კონტრაქტს გააფორმებს.
„ვესტ ჰემი“ 24 წლის ფეხბურთელში 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რასაც 5 მილიონი ბონუსის სახით დაემატება. რაისი გახდება ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი ფეხბურთელი, ასევე „არსენალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენიც.
დეკლანს „მანჩესტერ სიტიც“ იწვევდა, მაგრამ გადამწყვეტი როლი „არსენალის“ სპორტულმა დირექტორმა ედუმ და მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ითამაშეს.
დეკლან რაისი „ვესტ ჰემის“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 245 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. რაისმა 2018 წელს ირლანდიის ნაკრებში 3 მატჩი ჩაატარა, თუმცა 2019 წლიდან ინგლისის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და 43 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.