სტივენ ჯერარდი საუდის არაბეთის კლუბის „ალ-ეტიფაქის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
არაბულ კლუბთან ინგლისელმა სპეციალისტმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერარდს აქამდე გლაზგოს „რეინჯერსსა“ და ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ აქვს ნამუშევარი.
აღსანიშნავია, რომ მედიის ინფორმაციით, „ალ-ეტიფაქის“ ხელმძღვანელობა ჯერარდისთვის კლუბში ჯორდან ჰენდერსონისა და ფილიპე კოუტინიოს დამატებაზე მუშაობს.