ფეხბურთი

0:03 | 4.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კიმი "ბაიერნში" სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს გაივლის

„ნაპოლის“ ცენტრალური მცველი კიმ მინ-ჯე მიუნხენის „ბაიერნში“ სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს გაივლის.

ამრიგად, სამხრეთკორეელი მცველის ტრანსფერი გადაწყვეტილია. იტალიელები დაახლოებით 58 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 7 მილიონი ევრო იქნება.

კიმი „ნაპოლიმ“ ერთი წინ „ფენერბაჰჩედან“ იყიდა, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, რომ ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია. თავიდან მისთვის ბრძოლაში ფავორიტი „მანჩესტერი“ იყო, მაგრამ ფეხბურთელი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს.

გასულ სეზონში აზიელმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მაისურით 45 მატჩში 2 გოლი გაიტანა და იტალიის ჩემპიონი გახდა.

0.117323