საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ მთავარ მწვრთნელად ჟორჟე ჟეზუში დაინიშნა, რომელმაც კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.
68 წლის პორტუგალიელი ამ კლუბში დაბრუნდა, რადგან 2018-2019 წლების სეზონშიც იქ მუშაობდა და საუდის არაბეთის სუპერთასიც მოიგო. „ალ-ჰილალმა“ ბოლო დროს დიდი ყურადღება მიიქცია, რადგან ხმაურიანი ტრანსფერები განახორციელა, მათ შორის კალიდუ კულიბალიც დაიმატა.
ჟორჟე ჟეზუში ბოლოს „ფენერბაჰჩეში“ მუშაობდა, მანამდე „ფლამენგოსა“ და „სპორტინგში“ იყო, კარიერის საუკეთესო პერიოდი კი „ბენფიკაში“ გაატარა.