პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე მოკრივე ლაშა გურულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე შესანიშნავ სტილში მისვლა შეძლო, რითაც პარიზის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა, მაგრამ ფინალში ვერაფერი გააწყო და მარცხი განიცადა ფრანგ სოფიან უმიასთან.
მანამდე ლაშამ ესპანეთი, სლოვაკი, ბულგარელი და უნგრელი მეტოქეები დაამარცხა, საქართველოს კი მორიგი მედალი მოუტანა.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.