ტურინის "იუვენტუსმა" ტიმოთი ვეას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, რომელიც აქამდე "ლილის" ღირსებას იცავდა.
„იუვემ“ ფრანგულ კლუბს 12 მილიონ ევრო გადაუხადა და ამერიკელმა ფეხბურთელმა, რომელიც ლეგენდარული ჟორჟ ვეას შვილია, "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ჟორჟ ვეამ თქვა, რომ „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ბავშვობიდანაა და გაუხარდებოდა, თუ მისი შვილიც იტალიაში ითამაშებს.
ტიმოთი ვეა მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, შეუძლია, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში გარჯა და მთელი ფლანგის კონტროლიც. ის „ლილში“ 2019 წლიდან გამოდიოდა და 107 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „პარი სენ ჟერმენისა“ და „სელტიკის“ წევრი იყო. ამერიკის ნაკრებში მან 31-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა