ქართველმა კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ (75 კგ.) ნახევარფინალურ შეხვედრაში დიდი უპირატესობით დაამარცხა პოლონელი მეტოქე და მესამე ევროპული თამაშების ფინალში იასპარეზებს.
ფინალური შეხვედრა 2 ივლისს, საქართველოს დროით 15:45 საათზე გაიმართება.
დღესვე, ასევე კიკბოქსიორმა ზურაბ ივანიაძემ (86 კგ) პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე ნახევარფინალი წააგო და შედეგად, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების აქტივში ევროპულ თამაშებზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია. გარდა ამისა, მედლები განაღდებული აქვთ ლაშა გურულს და ლუკა შონიას,, ოღონდ გასარკვევია, რომელი სინჯის მედალი იქნება (ოქრო ან ვერცხლი).