ფეხბურთი

19:20 | 1.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილი: "მინდა, რომ გულშემატკივარმა ჩემი თამაშით იამაყოს"

გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და დიდი ალბათობით მომდევნო სეზონს სეგუნდა დიიზიონში გაატარებს. ახალი ხელშეკრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა:

„დებიუტი არასდროს დამავიწყდება, ყოველთვის იქნება ჩემს გულსა და გონებაში. მინდა წარმოვაჩინო ჩემი თავი, როცა შესაძლებლობა მექნება და დავამტკიცო, რომ შემიძლია ამ გუნდის ნაწილი ვიყო. პირველ გუნდში რომ ვითამაშე, კორონავირუსის გამო მატჩები უმაყურებლოდ ტარდებოდა. ამიტომ, დიდი პატივი იქნებოდა მათ წინაშე თამაში. მინდა, რომ ხალხმა ჩემი თამაშით იამაყოს და ეს ყველაფერი მოედანზე უნდა ვაჩვენო”, - თქვა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, გასული სეზონი 24 წლის ნახევარმცველმა მესამე დივიზიონის ბინადარ „კასტელონში“ იჯარით გაატარა, რომლის რიგებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და 40 მატჩში 4 გოლი გაიტანა. „კასტელონს“ სეგუნდა დივიზიონში გადასასვლელად ძალიან ცოტა დააკლდა.

„ლევანტე“ ახლოს იყო ლა ლიგაში აღზევებასთან, მაგრამ პლეი-ოფის ფინალი „ალავესთან“ წააგო და მომდევნო სეზონს ისევ რანგით მეორე ლიგაში გაატარებს.

0.114132