საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრებმა გუნდმა საფრანგეთში (ქ.მონტარგისი) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. მონაწილე 40 ქვეყანას შორის, ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გიორგი ხიზანიშვილი, გოგა ხახალაშვილი, ანდრეი სლეპცოვი, გელა ზარქუა ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ, ლიკა ჩაჩიბაიამ ბრინჯაოს მედალი აიღო.
ჩვენი ნაკრები 2 ივლისს საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე განაგრძობს ასპარეზობას.