ფეხბურთი

23:58 | 30.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კრისტიანო ჯუნტოლიმ "ნაპოლი" დატოვა

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი მუშაობას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია.

სამაგიეროდ, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მან "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაწყვიტა და კლუბი დატოვა. განცხადება "აძურის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იტალიელმა რამდენიმე თვის ხელფასზეც უარი თქვა. ხელშეკრულება ძალაში 2024 წლამდე იყო, მაგრამ გენუელმა მენეჯერმა კარიერის ტურინულ გრანდში გაგრძელება გადაწყვიტა.

კრისტიანო ჯუნტოლი „ნაპოლიში“ ტრანსფერებზე 2015 წლიდან მუშაობდა და სწორედ მის სახელს უკავშირდება ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლიტანურ კლუბში გადაბარგებაც. ჯერჯერობით, უცნობია ვინ შეცვლის მას „ნაპოლიში“.

მოსალოდნელია, რომ „იუვენტუსი“ ჯუნტოლის დანიშვნას ოფიციალურად დიდი ალბათობით, უკვე 1 ივლისს დაადასტურებს.

0.115395