ფეხბურთი

20:27 | 29.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიში" კიმი შეიძლება "სოსიედადის" მცველმა შეცვალოს

„ნაპოლი“ კიმ მინ-ჯეს ვერ შეინარჩუნებს, რომლის მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია. სამხრეთ კორეელი გერმანულ გრანდს ივლისის დასაწყისში შეუერთდება, შესაბამიდად, იტალიის ჩემპიონს მისი შეცვლა მოუწევს.

„ნაპოლი“ კიმის სანაცვლოდ 58 მილიონ ევროს მიიღებს, შესაბამისად, ახალი მცველის შესაძენად საკმარისი ფინანსური სახსრებიც ექნება. იტალიური მედია აქამდე ყველაზე აქტიურად ბერგამოს „ატალანტას“ 19 წლის მცველის, ჯორჯო სკალვინის შესახებ წერდა, ახლა კი ახალი ვარიანტიც გაჩნდა:

„სოსიედადის“ და ესპანეთის ნაკრების მცველი, წარმოშობით ფრანგი რობინ ლე ნორმანი. 26 წლის ფეხბურთელით არაერთი გუნდია დაინტერესებული და ბასკები მას 60 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც წესით, „ნაპოლისთვის“ ძალიან დიდი ფასია. თუმცა, ფაქტია, რომ ლე ნორმანი „აძურის“ დაუკავშირეს. "ნაპოლის" ინტერესთა სფეროში ასევე არიან კევინ დანსო (ლანსი) და კოუ იტაკურა (გლადბახი).

შეგახსენებთ, რომ რობინ ლე ნორმანი „სოსიედადში“ 2018 წლიდან თამაშობს. მან ცოტა ხნის წინ ესპანეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, რომლის რიგებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.118259