15:39 | 29.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ ვიეირა, შესაძლოა, „სტრასბურის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს

„სტრასბურის“ მთავარმწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი, „ჩელსის“ ყოფილი ნახევარმცველი და „კრისტალ პალასის“ ამჟამინდელი დამრიგებელი, პატრიკ ვიეირაა - წერს L'Equipe.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულმა კლუბმა ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება შეძლო, ფრედერიკ ანტონეტიმ მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით გუნდი დატოვა და ახლა „სტრასბური“ ახალ სპეციალისტს ეძებს.

კვირის დასაწყისში გაცხადდა რომ კლუბის მფლობელი BlueCo გახდა. ახალი ხელმძღვანელობა კლუბის შედეგების გაუმჯობესებისკენ არის მომართული. ისინი ეძებენ სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია უფრო მაღალ მიზნებს შეეჭიდოს. მათი აზრით, ვიეირა შესაბამისი კანდიდატია.

0.147294