ფიფამ მორიგი სანაკრებო მატჩების შემდეგ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მცირე რეგრესი განიცადა და ერთი საფეხურით უკან დაიხია.
ვილი სანიოლის გუნდი კვიპროსთან გამარჯვებისა (2:1) და შოტლანდიასთან მარცხის (0:2) მერე რეიტინგში 77-ე ადგილიდან 78-ე პოზიციამდე დაქვეითდა. ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის აქტივში ამ დროისთვის 1312 ქულაა.
რეიტინგს ისევ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინა ლიდერობს, რომელიც სულ მცირედით უსწრებს ვიცე-ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებს. სამეულს ბრაზილია ასრულებს. მოწინავე ათეულში ინგლისმა ბელგიას, ხორვატიამ კი ნიდერლანდებს გაუცვალა ადგილი.
ფიფას რეიტინგი ასეთია:
1. არგენტინა - 1843.73 ქულა
2. საფრანგეთი - 1843.54
3. ბრაზილია - 1828.27
4. ინგლისი - 1797.39
5. ბელგია - 1788.55
6. ხორვატია - 1742.55
7. ნიდერლანდები - 1731.23
8. იტალია - 1726.58
9. პორტუგალია - 1718.25
10. ესპანეთი - 1703.45
...76. სალვადორი - 1317.64 ქულა
77. ბულგარეთი - 13125.48
78. საქართველო - 1312.8
79. ჩინეთი - 1304.78
80. გვინეა - 1296.75
საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რაც შეეხებათ ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში: კვიპროსი ასეულს მიღმაა და 118-ე ადგილზეა, ესპანეთი ათეულშია (მე-10 პოზიციაზე), შოტლანდია 30-ე საფეხურს იკავებს, ხოლო ნორვეგია 44-ე პოზიციაზეა.