ფეხბურთი

11:18 | 29.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ 18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი 15 მილიონ ევროდ შეიძინა

„ჩელსიმ“ „სანტოსის“ 18 წლის შემტევი ნახევარმცველი, ანჯელო შეიძინა - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ტრანსფერის თანხა 15 მილიონი ევროა, კონტრაქტი 2029 წლამდეა გაფორმებული. რომანოს თქმით, ბრაზილიელი ლონდონურ კლუბში წინასასეზონო შეკრებას გაივლის, შემდეგ კი იჯარით გაიგზავნება სათამაშო პრაქტიკის მისაღებად.

ანჯელო 182 სმ სიმაღლისაა, მემარცხენეა. შეუძლია როგორც ფლანგზე თამაში, ასევე თავდამსხმელების უკან მოქმედება. მოთამაშის მთავარი პოზიციაა მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი, თუმცა ხშირად ინაცვლებს ცენტრში და მოწინააღმდეგის საჯარიმოში.

ფეხბურთელი „სანტოსში“ 2020 წლიდან აქტიურად თამაშობს. ბრაზილიურ კლუბში გარემარბმა ყველა ტურნირზე უკვე 129 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.120547