ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა. ბოლო ორი საგზური საფრანგეთის და შვეიცარიის ნაკრებებს ერგოთ. ფრანგებმა შვეიცარიელებს ძალიან იოლად, 4:1 მოუგეს, რის შედეგადაც, 9 ქულით ჯგუფში იპირველეს.
აი, შვეიცარია კი ჯგუფიდან ნორვეგიამ გაიყვანა, რომელმაც იტალიის ნაკრებს 1:0 მოუგო. შედეგად, შვეიცარიამ, იტალიამ და ნორვეგიამ 3-3 ქულა დააგროვეს, უეფას რეგულაციებით, ამ სამ გუნდს შორის ურთიერთშეხვედრების მიენიჭა უპირატესობა, სადაც შედეგობრივად თანაფარდობა იყო (შვეიცარიამ ნორვეგიას აჯობა, იტალიამ შვეიცარიას, ნორვეგიამ იტალიას), მერე კი ყველაფერი ამ სამ მატჩში ბურთების ბალანსზე მიდგა, რომელიც შვეიცარიას ყველაზე კარგი აღმოაჩნდა - 4:4 (იტალიას 3:3, ნორვეგიას 2:2).
ამრიგად, მეოთხედფინალის საგზური შვეიცარიის ნაკრებს ერგო. ყველა მეოთხედფინალური წყვილი კი ასეთია:
1 ივლისი, თბილისი (დინამო არენა): საქართველო - ისრაელი
1 ივლისი, ბუქარესტი: ესპანეთი - შვეიცარია
2 ივლისი, ქუთაისი (რამაზ შენგელია): ინგლისი - პორტუგალია
2 ივლისი, კლუჟი: საფრანგეთი - უკრაინა
იტალია - ნორვეგია 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ბოთეიმი (65)
შვეიცარია - საფრანგეთი 1:4 (1:1)
გოლები: 0:1 გუირი (16), 1:1 ნდოიე (35), 1:2 ბარკოლა (65), 1:3 შერკი (76), 1:4 კაკერე (81)
1. | საფრანგეთი U21 | 3 | 3 | 0 | 0 | 7 | 2 | 5 | 9 |
2. | შვეიცარია U21 | 3 | 1 | 0 | 2 | 5 | 8 | -3 | 3 |
3. | იტალია U21 | 3 | 1 | 0 | 2 | 4 | 5 | -1 | 3 |
4. | ნორვეგია U21 | 3 | 1 | 0 | 2 | 2 | 3 | -1 | 3 |