ფეხბურთი

0:05 | 29.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-ისრაელის მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა და ახალი რეკორდი დამყარდება

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოსა და ისრაელის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 12 საათში გაიყიდა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ამრიგად, საქართველო კიდევ ერთ რეკორდს დაამყარებს, რადგან ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში დასწრების რეკორდი ჯერ ბელგიასთან დამყარდა „დინამო არენაზე“, მერე ეს რეკორდი ნიდერლანდებთან გაუმჯობესდა. ახლა უკვე ისრაელთან დაემხობა.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი ინფორმაციით, ბელგიასთან და ნიდერლანდებთანაც ყველა ბილეთი გაყიდული იყო, მაგრამ სტადიონი სავსე არ ყოფილა, ოფიციალური მონაცემებით კი ბელგიას თამაშს სტადიონის ტრიბუნებიდან 41 886 ადამიანმა უყურა, ხოლო ნიდერლანდებთან 43 043 მაყურებელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა მატჩი 1 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

0.117436