„ბორდომ“ ზურიკო დავითაშვილის „დინამო ბათუმიდან“ გამოსყიდვა ოფიციალურად დაადასტურა. ფრანგულმა კლუბმა განცხადება თავის ვებგვერდზე განათავსა.
დავითაშვილმა ჟირონდელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ცნობილია, მისი გამოსასყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონი ევრო იყო. გასულ სეზონში მან „ბორდოში“ იჯარით ითამაშა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 6 გოლით გამოირჩა, 3-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.
„ბორდოს“ ძალიან ცოტა დააკლდა ლიგა 1-ში დაბრუნებასთან, ასე რომ, მომდევნო სეზონს ისევ ლიგა 2-ში გაატარებს. ზურიკოს საქართველოს ნაკრებში 26 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ამჟამად კი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშობს, სადაც 3 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.