საქართველოს ნაკრებისა და „ცრვენა ზვეზდას“ მცველი ირაკლი აზაროვი დონეცკის „შახტარის“ ინტერესის სფეროში მოხვდა.
სერბული გამოცემა sportal.blic.rs წერს, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ უკრაინელები სერბებს 3 მილიონ ევროს სთავაზობენ. ჯერ ბელგრადელთა პასუხი უცნობია, მაგრამ უკრაინიდან ინტერესი არსებობს.
ირაკლი აზაროვი „ცრვენა ზვეზდას“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 2022-2023 წლების სეზონში მან სერბულ გუნდში 27 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
დონეცკის „შახტარში“ უკვე თამაშობს ერთი განაპირა ქართველი მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი. აღსანიშნავია, რომ მომდევნო სეზონში სერბეთისა და უკრაინის ჩემპიონიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.