ფეხბურთი

13:56 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის "ტორპედომ" სამი ლეგიონერი დაიმატა

რაჰმატ აკბარი ტორპედოს ფეხბურთელია. მთავარი მწვთნელის სტივ კინის ინიციატივით 23 წლის ნახევარმცველი გუნდს უკვე შეუერთდა და საწვრთნელ პროცესშიც აქტიურად ჩაერთო.
ფეხბურთელს ავსტრალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ამჟამად ის ავღანეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეა. კარიერის განმავლობაში ავსტრალიურ კლუბებში გამოდიოდა, მისი ბოლო კლუბი "ბრისბეინ როარი" გახლდათ. რაჰმატსა და კლუბს შორის 1.5 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

გეტყვით, რომ აკბარის გარდა იმერულმა კლუბმა კიდევ 2 ტრანსფერი განახორციელა. მეკარე ფილიპ კლიაიჩი და თავდამსხმელი ეკონგოლო ნკოუმბა.

32 წლის კიპერი გუნდთან ერთად იმყოფება. მას კარიერის ძირითადი დრო სერბეთის უმაღლეს დივიზიონში აქვს გატარებული. აღასანიშნავია, რომ მის ბოლო კლუბში იგი კაპიტანი გახლდათ.

ფილიპსა და კლუბს შორის 2 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ტიტულები: სერბეთის ჩემპიონი 2x, სერბეთის თასი 4x.

რაც შეეხება 19 წლის შემტევს, ის კამერუნის აკადემიის აღზრდილია. ეკონგოლომ თავი კლუბში სინჯებზე გამოიჩინა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით მასთან პროფესიონალური 2 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

0.133802