ფეხბურთი

11:02 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერ სიტიმ" მატეო კოვაჩიჩი დაიმატა

„მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსიდან“ ხორვატი ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი დაიმატა. პეპ გვარდიოლას გუნდმა მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა.

კოვაჩიჩმა „ქალაქელებთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კოვაჩიჩი „სიტიში“ ილქაი გიუნდოგანის შემცვლელად მოიაზრება, რომელმაც გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „ბარსელონაში“ გადავიდა.

მატეო კოვაჩიჩი „ჩელსიში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 221 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. მანამდე ის იყო „დინამო ზაგრების“, „ინტერისა“ და „რეალის“ ფეხბურთელი.

0.11099