ფეხბურთი

3:05 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდელი ფეხბურთელები: "ალბათ კიდევ 3 საათი რომ გვეთამაშა, გოლს ვერ გავიტანდით"

ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა საქართველოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, იმედგაცრუებული არიან და მომდევნო ეტაპზე თამაშს არ იმსახურებდნენ.

ქუილინდში ჰარტმანი: „ჯერ ნამდვილად არ მჯერა, რომ ტურნირს გამოვეთიშეთ. საქართველოს ვერ ვაჯობეთ და ამიტომ, მომდევნო ეტაპზე თამაშს არ ვიმსახურებდით. მქონდა განცდა, რომ კიდევ 3 საათი რომ გვეთამაშა, გოლს ვერ გავიტანდით“.

მიკი ვან დე ვენი: „გოლი მოულოდნელად გაიტანეს, თავი ძალიან ცუდად დავიცავით, მერე კი მხოლოდ ერთი გოლი საკმარისი არ გამოდგა. მეორე ტაიმში საკუთარ საჯარიმოში 11 კაცით იდგნენ, ასეთ დროს ფეხბურთის თამაში ძნელი ხდება. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ამის გამოყენებაა საჭირო. გაშვებული გოლის დროს თავი ცუდად დავიცავით, ამაზე მეტის თქმა არ მინდა. ამ ტურნირს მთლიანობაში დადებითად არ ვუყურებ, მქონდა მოლოდინი, რომ ჯგუფიდან გავიდოდით, სახლში ორი გაშვებული გოლით მივდივართ. უცნაური იქნებოდა, ახლა სახლში კარგი გრძნობით წავსულიყავით“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ ჩეხეთს, ისრაელს ან გერმანიას შეხვდება. სხვათა შორის, თავდაპირველად, ეს მეოთხედფინალი „მიხეილ მესხზე“ იყო დაგეგმილი, მაგრამ ინტერესიდან გამომდინარე, უეფამ საქართველოს მხარის თხოვნა გაითვალისწინა და მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება.

0.129657