ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი B ჯგუფშიც დასრულდა, სადაც მეორე მასპინძელი რუმინეთი თამაშობდა და საქართველოსგან განსხვავებით, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
რუმინეთმა საწყისი ორი მატჩი წააგო და დღეს ხორვატიასთან ქულას დასჯერდა, რაც მე-4 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი, ხოლო ხორვატიამ მას ბურთების ბალანსით აჯობა და მესამე პოზიციაზე გავიდა.
სამაგიეროდ, პირველი ადგილის ბედი გაარკვია ესპანეთის და უკრაინის მატჩმა, რომელიც დაძაბული გამოდგა. ფრე „ფურია როხას“ აწყობდა, რადგან ბურთების შეფარდებით სჯაბნიდა მეტოქეს, ხოლო უკრაინას გამარჯვება სჭირდებოდა.
უკრაინელები ორჯერ იგებდნენ, მათ შორის 90-ე წუთამდე, მაგრამ აბელ რუისმა ესპანეთი წაგებისგან და ჯგუფში მეორე ადგილისგან იხსნა.
საბოლოოდ, ორივე გუნდმა 7-7 ქულა დააგროვა, მაგრამ ესპანელებს უკეთესი ბურთების ბალანსი აქვთ და ჯგუფში იპირველეს, მეოთხედფინალში კი D ჯგუფის მეორე ადგილოსანს შეხვდებიან, ხოლო უკრაინელები ამავე ჯგუფის გამარჯვებულს.
ესპანეთი - უკრაინა 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 ვიუნიკი (43), 1:1 ჟელიზკო (49, ა.გ), 1:2 სუდაკოვი (81, პენ), 2:2 აბელ რუისი (90)
ხორვატია - რუმინეთი 0:0 (0:0)