ფეხბურთი

19:50 | 27.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ადრიენ რაბიომ "იუვენტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ ადრიენ რაბიოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ფრანგ ნახევარმცველს ხელშეკრულება 3 დღეში, 30 ივნისს ეწურებოდა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმება მოახერხეს, რომლის თანახმად, რაბიომ „იუვესთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა და სეზონში ისევ 7 მილიონ ევროს მიიღებს.

ადრიენ რაბიო „იუვენტუსმა“ 2019 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და მას შემდეგ 177 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „პარი სენ ჟერმენსა“ და „ტულუზაში“ თამაშობდა.

0.120289