სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

16:54 | 27.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რეიტინგი: საქართველო 23-ე ადგილზეა

FIBA-მ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ტურნირის მონაწილე 32 ნაკრების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც თითოეულ გუნდს პოზიცია იმის მიხედვით ერგო, თუ როგორ შანსი აქვთ დამდეგ მუნდიალზე წარმატების მისაღწევად.

საქართველოს ნაკრები 32 ნაკრებს შორის 23-ე ადგილზეა. ილიას ზუროსის გუნდი თავისი ჯგუფის წევრებს შორის მხოლოდ კაპო ვერდეს ნაკრებს უსწრებს, რომელიც სულაც ბოლო, 32-ე ადგილზეა. სამაგიეროდ, ჩამორჩება ვენესუელას (მე-18) და სლოვენიას (5).

მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების რეიტინგი მუნდიალზე შანსების მიხედვით:

1. აშშ
2. ესპანეთი
3. საფრანგეთი
4. ავსტრალია
5. სლოვენია
6. კანადა
7. გერმანია
8. სერბეთი
9. საბერძნეთი
10. ბრაზილია
11. ფინეთი
12. დომინიკის რესპუბლიკა
13. იტალია
14. იაპონია
15. ლიეტუვა
16. ახალი ზელანდია
17. მექსიკა
18. ვენესუელა
19. ლატვია
20. პუერტო რიკო
21. ჩინეთი
22. ფილიპინები
23. საქართველო
24. სამხრეთ სუდანი
25. მონტენეგრო
26. ლიბანი
27. კოტ დივუარი
28. იორდანია
29. ანგოლა
30. ეგვიპტე
31. ირანი
32. კაპო ვერდე

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება. საქართველო ტურნირის დებიუტანტია და ჯგუფში სლოვენიის, ვენესუელისა და კაპო ვერდეს ნაკრებებს დაუპირისპირდება. მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გავა, მაგრამ არც სხვები დაასრულებენ ტურნირს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე თითოეული ადგილი უნდა განაწილდეს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114831