ფეხბურთი

10:07 | 27.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავის „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტის თაობაზე უთანხმოება აქვს

„ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს - წერს Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკების ერთ-ერთი რთული ნაწილი ისაა, რომ ჩავიმ თანაშემწეებისთვის ხელფასის გაზრდა მოითხოვა. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ სპეციალისტმა თავად უნდა გაიზიაროს ხელფასი ასისტენტებთან, მას შემდეგ რაც ანაზღაურება გაეზრდება.

ჩავი დარწმუნებულია, რომ მისი კონტრაქტის საკითხი 30 ივნისამდე მოგვარდება.

ჩავი ბარსელონას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2024 წლამდეა ძალაში.

გასულ სეზონში სპეციალისტმა „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვებამდე მიიყვანა.

0.114226