„მილანმა“ ბერგამოას „ატალანტას“ მეკარის, მარკო სპორტიელოს ტრანსფერი შეათანხმა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
სპორტიელო სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის. ის ჩიპრიან ტატარუშანუს შეცვლის, რომელსაც 30 ივნისს კონტრაქტი ეწურება. მარკო „როსონერიში“ მეორე მეკარის სტატუსს მოირგებს და მაიკ მენიოს შემცვლელი იქნება.
მარკო სპორტიელო „ატალანტაში“ 2013 წლიდან თამაშობდა, მაგრამ ორი სეზონი იჯარით აქვს გატარებული ჯერ „ფიორენტინაში“ და შემდეგ „ფროზინონენში“.