ფეხბურთი

18:31 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის სეზონის აღმოჩენად დაასახელეს

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის აღმოჩენად დასახელდა. ამის შესახებ უშუალოდ ლიგა 2-ის ვებგვერდი იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ ამ წოდებამდე, გიორგი გახდა ლიგა 2-ის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირიც. მან „მეცის“ ლიგა 1-ში დაბრუნებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

გასულ სეზონში ფრანგული გუნდის მაისურით ლიგა 2-ში ჩატარებულ 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, საფრანგეთის თასზე თავი ერთხელ გამოიჩინა, ხოლო საქართველოს ნაკრების მაისურით ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე სამ თამაშში 2 გოლი გაიტანა.

0.10952