სხვა

18:00 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მეათედ მოიპოვა

სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს. პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია ქართველ სპორტსმენებს შორის სწორედ მან მოიპოვა.

მესამე ევროპულ თამაშებზე ტყვიის მსროლელმა ქალებმა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში (25მ) დღეს მედლებისთვის ბრძოლა განაახლეს. ნინო სალუქვაძემ ამ დისციპლინაში მეოთხე ადგილი დაიკავა და კარიერაში მეათედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია!

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ათ ოლიმპიადაზე ქალ სპორტსმენს ჯერ არ უასპარეზია. ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალია, რომელმაც ცხრა ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. ნინოს ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული.

მესამე ევროპულ თამაშებზე გუშინ დაწყებული საკვალიფიკაციო ეტაპი სპორტული პისტოლეტით მსროლელმა ქალებმა დღეს დაასრულეს. სალუქვაძე საუკეთესო რვა მსროლელს შორის მე-8 შედეგით მოხვდა - 579 ქულა.

ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ქართველი სპორტსმენი მეორე ნახევარფინალურ ოთხეულში შევიდა, სადაც გერმანელი დორინ ვენეკამპის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და ფინალურ ოთხეულში გადავიდა. და "კრაკოვი-მალოპოლსკა 2023" მე-4 ადგილზე დაასრულა.

0.10493