პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს მე-4 მედალი და მათ შორის, მეორე ოქრო ტაეკვანდოს წარმომადგენელმა ზურაბ კინწურაშვილმა (74 კგ) მოუტანა.
ქართველმა სპორტსმენმა ირლანდეილი დილანდი ნსილუ (2:0), მსოფლიოს ჩემპიონი ესპანელი დანიელ ბარერა (2:0) და ნახევარფინალში სერბი მეტოქე 2:0 დაამარცხა, ხოლო ფინალში ბოსნიელ მოწინააღმდეგეს ასევე 2:0 აჯობა და ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე ოქროს მედალი მოიპოვა ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ, ხოლო მანამდე ნიჩბოსნობაში ზაზა ნადირაძე ვერცხლს, ხოლო კარატეში გოგიტა არქანია ბრინჯაოს დაეუფლა.