ფეხბურთი

19:54 | 25.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: "დიბალას "რომაში" 10 ნომრის აღება შეუძლია, თუ კლუბში 20 წელი დარჩება"

„რომას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ პაულო დიბალას შეუძლია „ჯალოროსის“ 10-ნომრიანი მაისურის მორგება, თუ კლუბში 20 წელი დარჩება...

„შეუძლია, თუ „რომაში“ 10-20 წელი ითამაშებს“, - უთხრა ტოტიმ იტალიურ მედიას ნახევრად ხუმრობით.

„რომაში“ 10 ნომრით ფრანჩესკო ტოტის წასვლის შემდეგ არავის უთამაშია. დიბალამ გასულ სეზონში, რომელშიც 38 მატჩში 18 გოლი გაიტანა, 21-ნომრიანი მაისურით ითამაშა. არგენტინელი ფეხბურთელი ამჟამად 29 წლისაა, ასე რომ ტოტის სიტყვებიდან შეიძლება თქმა, რომ არგენტინელმა 10-ნომრიანი მაისური არ უნდა ჩაიცვას...

0.108842