ძიუდო

12:50 | 25.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანი ულანბატორის გრანდ სლემის ფინალშია

ვარლამ ლიპარტელიანი ულანბატორის გრანდ სლემის ფინალშია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამმა გერმანელი კილიან კაპელმეიერი, პორტუგალია ჟორჟე ფონსეკა და იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა, ფინალში კი მონღოლ გონჩიგსურენ ბახტუიაგს შეხვდება.

ამავე წონაში ონისე სანებლიძემ ასპარეზობა ყაზახ ნურლიხან შარხანანთან და გერმანელ გეორგ უდსილაურს აჯობა, მაგრამ მერე არმან ადამიანთან განიცადა მარცხი, რეპეშაჟში პოლონელ პიოტრ კუჩერასთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

დღესვე საბა ინანეიშვლმა +100 კგ წონით კატეგორიაში გერმანელი ერიკ აბრამოვი და იაპონელი ჰიოგა ოტა დაამარცხა, მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ილია კოკაურთან დამარცხდა, ხოლო რეპეშაჟში ყაზახ ადილ ორაზბაიევთან წააგო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

0.151586