პარაწოლჭიმში ვერაკრუზი 2023 მსოფლიო თასის გათამაშებაზე, მაკა კვინჩიამ (61კგ) წონაში, ახალგაზრდებში 65 კგ. დაძლია, საერთო და სამი მოძრაობის ჯამში ორი ოქროს მედალი აიღო.
ნათია გამიდოვამ (-67კგ). 55კგ. ასწია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. გამიდოვამ თავისი შედეგებით 55,50 კგ. სამი მოძრაობის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა.
აკაკი ჯინჭარაძე ოქროს მედლის მფლობელია. ჯინჭარაძემ მძიმე წონით კატეგორიაში (+107კგ) წონაში, საერთო ჯამში 226 კგ. დალია და პირველ ადგილზე გავიდა. ჩვენმა პარასპორტსმენმა ტურნირზე გამოსვლისას 215, 221 კგ. ასწია და სამი მოძრაობის ჯამშიც პირველი ადგილი დაიკავა.
გიორგი ლაცაბიძემ (+107კგ) წონით კატეგორიაში, საერთო ჯამში 225კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაცაბიძემ ტურნირის მსვლელობისას 205, 215კგ. ჩათვალა და სამი მოძრაობის ჯამშიც მეორე ადგილზე გავიდა.
ამავე ტურნირზე იაგო გორგოძემ (+107კგ). წონით კატეგორიაში საერთო ჯამში 180კგ. აწია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირზე გორგოძემ 170,175 კგ. ჩათვალა და სამი მოძრაობის ჯამშიც მესამე ადგილი დაიკავა.
გარდა ამისა, შოთა ომარაშვილი და ნინო საბაშვილი ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. შოთა ომარაშვილმა (-72კგ) 153კგ. ასწია და მესამე ადგილზე გავიდა. ამავე ტურნირზე ნინო საბაშვილმა (-73კგ) 50 და 53კგ. ჩათვალა, წონების შეკრების ჯამში 103 კგ. დააფიქსირა, ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.