ჯენარო გატუზო შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს და „ვერონას“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
45 წლის სპეციალისტი სალვატორე ბოკეტის შემცვლელად მიიჩნევა. „ვერონას“ მძიმე სეზონი ჰქონდა და სერია B-ში გავარდნას პლეი-ოფში „სპეციასთან“ გამარჯვებით გადაურჩა.
გატუზო ბოლოს „ვალენსიას“ ავარჯიშებდა, მანამდე კი „პალერმოს“, „ოფის“, „პიზას“, „მილანის“ და „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი იყო. რინოს მანამდე „სალერნიტანასაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ სალერნოულმა გუნდმა პაულო სოუზას შენარჩუნება შეძლო.