სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი ისევ ერთად ითამაშებენ. ესპანელმა ფეხბურთელმა „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი გააფორმა.
ამერიკული კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. 34 წლის ესპანელი „ინტერ მაიამის“ უფასოდ შეუერთდა მას მერე, რაც „ბარსელონა“ დატოვა.
სერხიო ბუსკეტსს მთელი კარიერა „ბარსელონაში“ აქვს გატარებული, სადაც 2008-2023 წლებში 722 შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა.