კალათბურთი

0:30 | 24.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ვირტუსი" სერია A-ს ფინალში დამარცხდა და ჩემპიონი ვერ გახდა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სერია A-ს ფინალურ სერიაში დამარცხდა და ქართველი კალათბურთელი იტალიის ჩემპიონი ვერ გახდა.

„ვირტუსმა“ „ოლიმპია მილანოსთან“ ფინალი 3:4 წააგო. ბოლონიელებმა შინ სამივე თამაში მოიგეს, მაგრამ სტუმრად ოთხივე შეხვედრა წააგეს. მათ შორის, დღეს, გადამწყვეტი დაპირისპირება 55:67.

სერჯო სკარიოლოს გუნდმა პირველ პერიოდში მხოლოდ 9, მესამე პერიოდში კი სულ რაღაც 5 ქულა ჩააგდო, რაც ბუნებრივია, ძალიან დაბალი შედეგი იყო და საბოლოოდ მარცხი განიცადა.

თორნიკე შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 32 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ამრიგად, „ვირტუს ბოლონიამ“ სეზონი დაასრულა, თორნიკე შენგელიას კი სულ მალე საქართველოს ნაკრებში შეკრება და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი ელოდება.

0.111863