ფეხბურთი

21:59 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ "ოსასუნა" კონფერენს ლიგიდან 10 წლის წინანდელი დანაშაულისთვის მოკვეთა

პამპლონას „ოსასუნა“ მომდევნო სეზონში კონფერენს ლიგაზე ვერ ითამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ საგზური მოიპოვა.

უეფამ ესპანური გუნდი 2013-2014 წლების სეზონში ჩაწყობილი თამაშისა და ფინანსური დარღვევების გამო მოკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 10 წელი გავიდა, უეფამ პამპლონელთა დასჯა მაინც გადაწყვიტა.

„ოსასუნა“ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. კლუბის განცხადებაში ერთი წინადადება განსაკუთრებით დიდ ყურადღებაც იქცევს: „უეფა ძლიერია სუსტებთან და სუსტი ძლიერებთან“.

იმ შემთხვევაში თუ უეფამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, კონფერენს ლიგაზე „ოსასუნას“ ნაცვლად ბილბაოს „ატლეტიკი“ ითამაშებს.

0.113395