სხვა

21:26 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა არქანიამ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპული თამაშების ბრინჯაოსმედალოსანია.

+84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ნახევარფინალური დაპირისპირება თურქ ფათიჰ შენთან დათმო. აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანიამ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მეორედ მოიპოვა.

ნახევარფინალამდე გოგიტამ ბოსნიელი, აზერბაიჯანელი და ესპანელი მეტოქეების დამარცხება შეძლო. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპულ თამაშებზე საქართველოს ყულაბას პირველი მედალი ზაზა ნადირაძემ შემატა, რომელმაც ნიჩბოსნობაში ვერცხლი მოიპოვა.

0.081311