ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ვიდეორეფერის სისტემა და კარის ხაზის გადაკვეთის ტექნოლოგია მეოთხედფინალური სტადიიდან იმუშავებს.
უეფამ თავისი გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც პირველი ტურის შეხვედრა, საფრანგეთსა და იტალიას შორის სკანდალური გამოდგა. ნიდერლანდელმა არბიტრმა იტალიელთა წინააღმდეგ რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა, რამაც შედეგზე გავლენა მოახდინა.
ამიტომაც, უეფამ გადაწყვიტა, რომ VAR-იც იყო და კარის ხაზის გადაკვეთის ტექნოლოგიაც, თუმცა მხოლოდ პლეი-ოფში, ჯგუფური ეტაპი ისევ მათ გარეშე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროფორუმზე პირველი ტური დასრულდა, ხოლო მეორე ტურში ხვალ დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრები ბელგიას უმასპინძლებს.
ტურნირი 8 ივლისს დასრულდება, როდესაც ფინალური მატჩი ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება.