სხვა

18:02 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კრაკოვი-მალოპოლსკა 2023": ანა ნიკოიანი დამარცხდა

ევროპის III თამაშებზე დღეს მაგიდის ჩოგბურთელთა ტურნირი დაიწყო. შეჯიბრება ჰუტნიკ არენაზე მიმდინარეობს. სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა - ანა ნიკოიანმა გოგონათა პირად პირველობაში იასპარეზა. ცნობისათვის: ანა ევროპის თამაშების ისტორიაში პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია.

ანამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო ასპარეზობა, სადაც ლიეტუველ კორნელია რილისკაიტეს დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 3:4.

საწყისი სამი პარტია ქართველმა მოიგო - 11:8, 11:9, 11:8, მაგრამ მომდევნო ოთხი ბალტიისპირელის სასარგებლოდ დასრულდა - 11:13, 16:18, 13:15 და 9:11. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მეხუთე და მეექვსე პარტიები, რომლებიც თორმეტ და ათ წუთს გაგრძელდა. ანამ ხუთჯერ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ რილისკაიტემ უდიდესი ძალისხმევით მოახერხა საერთო ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი გამარჯვებაც.

0.117856