ფეხბურთი

16:30 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩს საუდელები სეზონში 10 მილიონს სთავაზობენ

საუდელთა ინტერესში ამჯერად ივან რაკიტიჩი მოხვდა. ესპანური მედიის ცნობით, „სევილიას“ ხორვატ ნახევარმცველს „ალ-ეტიფაქი“ ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

საუდელები მზად არიან 35 წლის ფეხბურთელს სეზონში 10 მილიონი ევრო გადაუხადონ. AS-ი წერს, რომ ეს არ არის ერთადერთი კლუბი საუდის არაბეთიდან, რომელიც რაკიტიჩით დაინტერესებულია.

ივან რატიკიჩი 2020 წლიდან „სევილიაში“ დაბრუნდა და ანდალუსიურ კლუბში ასპარეზობს. მანამდე ის „ბაზელის“, „შალკეს“, იმავე „სევილიასა“ და „ბარსელონას“ წევრი იყო.

0.11819