„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ „სანტოსში“ დაბრუნებაზე ოცნებობს. როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთი ინდივიდუალური სპორტი რომ იყოს, ყველა მიზნისთვის უკვე მიღწეული ექნებოდა.
„ფეხბურთელის ცხოვრება ძალიან დინამიურია. ზოგჯერ ერთ ადგილას ხარ და მერე ყველაფერი იცვლება. რა თქმა უნდა, ბრაზილიასა და „სანტოსში“ თამაშზე ისევ ვოცნებობ. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ეს მოხდება, ფეხბურთი მოულოდნელობებით სავსეა.
მე ვიცი ჩემი ნიჭი და ვიცი რა შემიძლია გავაკეთო. ფეხბურთი ინდივიდუალური არ არის, ინდივიდუალური რომ იყოს, უკვე მიღწეული მექნებოდა ჩემს ყველა მიზანზე, მაგრამ ასე არ არის. ზოგჯერ არ ვეთანხმები ბევრ კრიტიკას, რადგან ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და ვაკეთებ იმას, რაც მინდა“, - თქვა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა „სანტოსი“ 2013 წელს დატოვა და „ბარსელონაში“ გადავიდა, ხოლო 2017 წლიდან „პარი სენ ჟერმენის“ წევრია. მას პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.