ფეხბურთი

1:27 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

40 წლის პეპე რეინამ "ვილიარეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ვეტერანმა ესპანელმა მეკარე პეპე რეინამ „ვილიარეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ინფორმაცია ესპანური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ამრიგად, 40 წლის რეინა ისევ ლა ლიგაში ითამაშებს. ის „ვილიარეალში“ 2002-2005 წლებშიც თამაშობდა, ხოლო „ყვითელ სუმბარინას“ ერთი წლის წინ დაუბრუნდა და გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა.

პეპე რეინას „ვილიარეალის“ გარდა, „ბარსელონაში“, „ლივერპულში“, „ნაპოლიში“, „ბაიერნში“, „მილანსა“ და „ასტონ ვილაში“ აქვს ნათამაშები.

0.128553