სხვა

0:13 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნადირაძე, ქერდიკაშვილი და ყაველაშვილი ევროპული თამაშების ფინალში არიან

კანოისტი ზაზა ნადირაძე ევროპის III თამაშების ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ქართველმა ნიჩბოსანმა დღეს, 200 მეტრ დისტანციაზე გამართული ნახევარფინალი საუკეთესო დროით მოიგო.

39.266 წამი - ეს დრო დააფიქსირა ზაზა ნადირაძემ და ხვალ შუადღით ფინალში იასპარეზებს.

იგივე დისტანციაზე იასპარეზა მარიამ ქერდიკაშვილმა, რომელიც ასევე მოხვდა ფინალში, თუმცა უფრო რთული გზით. პირველ გაცურვაში ის მხოლოდ მეოთხე იყო - 48.460 წამი. ამ შედეგით მარიამი ნახევარფინალში გადავიდა, სადაც მეორე შედეგი აჩვენა - 48.478 წამი. ფინალში მარიამ ქერდიკაშვილი პირველ ხაზზე დადგება.

ანალოგიური გზა გაიარა კაიაკისტთა შორის ბადრი ყაველაშვილმა, რომელიც 200 მეტრზე 34.966 წამით მეოთხე იყო. რამდენიმე საათის შემდეგ მან ნახევარფინალში შედარებით ნაკლები დრო დააფიქსირა - 35.839 წამი, მაგრამ მეორე იყო, რაც ფინალისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

GEONOC.ORG.GE

0.115231