ფეხბურთი

17:50 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდო სილვა საუდის არაბეთში გადასვლასთან ახლოსაა

„მანჩესტერ სიტისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი ბერნარდო სილვა საუდის არაბეთში გადადის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს, თავდაპირველად კი ამის შესახებ Marca-მ დაწერა.

როგორც ირკვევა, 28 წლის შემტევი ძალიან ახლოსაა აზიაში გადასვლასთან. საუბრობენ „ალ-ჰილალისა“ და „ალ-ნასრის“ შესახებ. ამ ეტაპზე ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

საუდის არაბეთში ფეხბურთელების წასვლა მოხშირდა, მაგრამ 28 წლის ასაკში ბერნარდოს მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმამ მაინც ბევრი გააკვირვა, ჯეიმი კარაგერმა კი სულაც ფეხბურთისთვის სახიფათო ტენდენცია უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ბერნარდო სილვა „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან ირჯება და 306 შეხვედრაში 55 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „მონაკოს“ და „ბენფიკას“ წევრი იყო.

0.118402