„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი ტელეანალიტიკოსმა, ჯეიმი კარაგერმა, საუდის არაბეთის ლიგაში ევროპელი ვარსკვლავების ტრანსფერების წინააღმდეგ გაილაშქრა. ეს „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას ერთ-ერთ საუდურ კლუბში სავარაუდო გადასვლის შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ მოხდა.
ბერნარდუ სილვა კარიერის მწვერვალზეა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. არ ვნერვიულობდი, როდესაც საუდეთში 30 წელს გადაცილებული მოთამაშები მიჰყავდათ. მაგრამ თუ ბერნარდუს ეს ტრანსფერი განხორციელდება, თამაშის წესები შეიცვლება.
საუდის არაბეთმა მიითვისა გოლფი, კრივის მთავარი მატჩები და ახლა ფეხბურთის ხელში ჩაგდებაც სურთ. ეს რეპუტაციის გათეთრება სპორტის საშუალებით უნდა შეწყდეს.“ - წერს კარაგერი სოციალურ ქსელში.